ქართული ოცნების დეპუტატ გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფორმულას განუცხადა.
მისი თქმით, ვირუსი მის შვილსაც დაუდგინდა. მარგველაშვილის ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზე სახლში მკურნალობენ, რაც შეეხება მათ კონტაქტებს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ ბოლოს პარლამენტში ერთი კვირის წინ იმყოფებოდა.