კრემლში დაწერილი სცენარი მოქმედებაშია - "ქართული ოცნება" რუსულ პროპაგანდას რეგიონებიდანაც ავრცელებს. ოლიგარქის გუნდის ანტიდასავლურ რიტორიკას გორის საკრებულოს თავმჯდომარე შეუერთდა. მაღალჩინოსანმა, რომელიც პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა დასავლეთი საქართველოს მტრად გამოაცხადა. 2008 წლის რუსული აგრესიისგან დაზარალებული ქალაქის მცხოვრებლებისთვის დავით რაზმაძის პოზიცია მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. მიაჩნიათ, რომ ეს არა მხოლოდ მისი, არამედ საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომლის მიზანიც ოკუპანტის ინტერესების გატარებაა.