logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე თაზო ახობაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

11 ივლ 202116:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე თაზო ახობაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ნიკა ფარულავა და გიორგი კაპანაძე. 

ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე საათია, უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

პარალელურად მმართველი პარტიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტები. 

ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია - ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე 5 ივნისს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადეები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. 

აქციაზე მისულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ქართული ოცნების მთავრობის გადადგომა მოითხოვეს 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. 


close დახურვა