logo
ENG



ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციები განახლდა

19 ნოე 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
0hboctgtc6acc22.jpg

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები განახლდა. ადგილზე უკვე მივიდნენ მაჟორიტარები დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშილი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ასევე ადგილზეა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მმართველი გუნდისთვის დღეს განსახილველი თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება იქნება.

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო გუნდი, გუშინდელი აქციის დაშლას სამართლიანად აფასებს.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა.

 


close დახურვა