ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე საკოსტიტუციო ცვლილებებსა და პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე იმსჯელებენ.
უმრავლესობის წევრები შენობაში უკანა შესასვლელიდან, საკუთარი ავტომობილებით შევიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, სხდომის დასრულების შემდეგ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.