logo
ENG



ქართული ოცნების რეპრესიები - შაბათის ფორმულა

08 ივნ 202421:00
3 წუთის საკითხავი
 

მოძალადედ ქცეული სახელმწიფო და რეპრესიები სასამართლოს ხელით, სადაც მოძალადე პოლიციელები, ცრუ მოწმეებად გადაიქცნენ და ჩვენებას ახლა, მათ მიერ ნაცემი და დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ აძლევენ. სასამართლო პროცესები, ერთმანეთის მიყოლებით, დღეში ათობით იმართება, სადაც პოლიციელები წინასწარ დაწერილი ტექსტებით მიდიან და ისეთ ისტორიებს ჰყვებიან, სადაც რიგ შემთხვევაში თავად არც ყოფილან, ან თავად ძალადობდნენ მომიტინგეებზე, თუმცა ძალადობის მსხვერპლებს სახელმწიფო სისტემა დასჯას უპირებს. დამნაშავე მოძალადეები კი მათი ბრალმდებლები არიან. ნახეთ რეპორტაჟი როგორ მუშაობს ოცნების სამართალი - მატყუარა მოწმე-ძალოვნებისა და უსამართლო სასამართლოს პირობებში.  


close დახურვა