logo
ENG



ქართული ოცნების რუსული სახე - შაბათის ფორმულა

04 მარ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

ვინ არის რუსეთის მოქალაქე და საბჭოთა შრომის ვეტერანი ფრიდონ ინჯია, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი, ყველაზე კორუმპირებულ მინისტრად ითვლებოდა და რომელიც შავ ბნელი საქმეების გამო, მაშინ თანამდებობიდან გაუშვეს? ის, რასაც შაბათის ფორმულას სიუჟეტში ნახავთ, კარგად მიგახვედრებთ რატომ გახდა ივანიშვილისთვის სათადარიგო თაროზე შემოდებული ინჯია, ახლა მისივე პოლიტიკის მთავარი გამხმოვანებელი. ფრიდონ ინჯიას ანგარიშზეა ათობით მილიონის მიწები და სახლები - თბილისში, წყნეთში, კასპში, ბათუმში, მარტვილში, ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ავტოპარკი და ათობით მილიონი ანგარიშებზე, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენიმე მილიონი რუბლის ანგარიში, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში, მადნის მომპოვებელი კომპანიის შემოსავალია. დეკლარაციაში წერია, რომ ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს დომინანტი, რომელიც რუსეთში, მაგადანში პარკოვაიას ქუჩის #13-ში მდებარეობს. რა ვიცით, ფრიდონ ინჯიას რუსული ბიზნესის შესახებ?

 

close დახურვა