მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება.
გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“. - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების დეპუტატია.