ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებით შეშფოთებულია. მმართველი პარტია შიშობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. ზურაბიშვილის ბოლო ორი კომენტარი სრულიად განსხვავებულია თავდაპირველი პოზიციისგან - არა და არასდროს, ახლა შეიცვალა და დამოკიდებულება აღარაა კატეგორიული, უფრო მეტიც, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ სურს პრეზიდენტი პატიმრობაში გარდაიცვალოს, სასამართლომ კი ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
პრეზიდენტს დღეს საჯაროდ უთვლიდნენ, რომ არ გადადგას მსგავსი ნაბიჯი. ამას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წონა არ ეყო და სცენაზე თეა წულუკიანი გამოვიდა. ივანიშვილის ერთგული მინისტრი ზურაბიშვილს აფრთხილებს, არ შეიცვალოს პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე თავი დაანებოს სასამართლოს მიმართ მოწოდებებს.