logo
ENG



ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა თბილისიდან კიშინოვში პირველი ფრენა შეასრულა

21 თებ 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/4sgd3qbrsujaybz.png

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა თბილისიდან მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში პირველი ფრენა შეასრულა.

რეგულარული ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. 

"დღეს სასიხარულო დღე გვაქვს - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება კიშინოვის მიმართულებით. რეისები იქნება კვირაში ორჯერ და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა ჩვენი ქვეყანა
უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს. საკმაოდ აქტიური ტურისტები არიან მოლდოველები, ამიტომ დიდი იმედი მაქვს ძალიან სწრაფად ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდება საქართველო", - თქვა მოლდოვაში საქართველოს ელჩმა ლევან დიასამიძემ.

ავიაკომპანიის ცნობით, აღნიშნულ საჰაერო ხაზზე მოქალაქეებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737 მოემსახურება.


close დახურვა