logo
ENG



ქართულმა ოცნებამ 5 მარტს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენას მხარი არ დაუჭირა

04 მარ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/uqmpb71r6lv1pdd.jpg

ქართულმა ოცნებამ 5 მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსმენას მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარსდგეს, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლების მტკიცებით, სჯობს, რომ პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მოუსმინონ, როგორც ეს "კონსტიტუციითაა გაწერილი".

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოსმენის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დეპუტატებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების მივლინებები დაასახელა.

ამასთან, ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის ფორმატი არ გულისხმობს დიალოგსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს და მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე მას სხვა ფორმატში შეუძლია საუბარი.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი დღევანდელ ბიურის სხდომაზე პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენას 5 მარტს ითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა გზავნილები მიიღო პარტნიორებისგან.

ბიუროზე კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი 5 მარტს სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენას. 


close დახურვა