ფორმულანიუსის ცნობით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ურჩ და მისთვის არასასურველი სკოლის დირექტორებს სამსახურიდან ათავისუფლებს. 1 400 დირექტორი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩეს.
ახალი დირექტორების შერჩევის კონკურსი მიმდინარე წლის მარტის თვეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცესს ხელი პანდემიამ შეუშალა. მარტის შემდეგ 6 თვის თავზე კონკურსი კვლავ არ გამოცხადებულა.
ფორმულას ცნობითვე, სამინისტრომ რჩეული დირექტორები სკოლაში დატოვა - მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, თუმცა სახლში გაუშვა ის დირექტორები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არ არიან განწყობილი.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ თავიდან მოიშორა ის დირექტორები, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. მათი თქმით მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ მორჩილი კადრი სჭირდება.