logo
ENG



ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატში ასობით რეისი გაუქმდა

13 თებ 202423:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/13/mmn6vszn8d1v89g.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე შტატში ასობით რეისი გაუქმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ეს ოფიციალურად ყველაზე თოვლიანი დღეა ნიუ-იორკში ბოლო 2 წლის განმავლობაში.

შტატების ზოგიერთ რეგიონში 38 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა. ნიუ-იორკსა და ბოსტონში დიდთოვლობის გამო სკოლები დაიხურა და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირმა მოსახლეობას მოუწოდა, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ქარიშხლის გამო, პენსილვანიაში დაახლოებით 140 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, ხოლო ნიუ ჯერსიში 12 000-მდე ადამიანი.


close დახურვა