logo
ENG



ქარსელაძე: სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 8 ძირითადი ლოკაციაა გამოყოფილი პრიორიტეტულად

08 აგვ 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/z7uoc2g9hl501b9.png

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები ძირითადად 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესში ჩართულია 90-მდე მძიმე ტექნიკა.

"ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი, ასევე, ერთი სხეულის ფრაგმენტი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 8 ძირითადი ლოკაციაა გამოყოფილი პრიორიტეტულად, რომელზეც მიმდინარეობს სამუშაოები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, ჯარი და რა თქმა უნდა, ტექნიკა ჩართულია.

90-მდე მძიმე ტექნიკა არის ჩართული. სამუშაო პირობები რთულია, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც არსებულ მასასთან მიმართებაში ძალიან რთულად ექვემდებარება შესაბამის დამუშავებას, თუმცა ამ მიმართულებით წინ მივიწევთ", - განაცხადა მან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.


close დახურვა