logo
ENG



ქარტია: მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი

27 ივნ 202322:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/x3o7fey6rycla33.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქართია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

ქართია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ.

"ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია

ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 


close დახურვა