logo
ENG



ქარტია მოუწოდებს შსს-ს, გამოიძიოს On.ge-ს ჟურნალისტის პროფ.საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი

21 იან 202118:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/171r3eb4ozzeept.png

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს On.ge-ს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი, - ამის შესახებ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

ქართია უწყებას ასევე მოუწოდებს გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები.

"2020 წლის 16 იანვარს, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს ონლაინგამოცემა "on.ge-ს" ჟურნალისტს ხატია ღოღობერიძეს.

ეს ფაქტი ასახულია On.ge-ის ჟურნალისტისა და ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გადაღებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ ეცემა ძირს რეპორტიორი გადაღების პროცესში. კადრებში ისმის, რომ ჟურნალისტი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს: “რას აკეთებთ, ჟურნალისტი ვარ?!” - მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები მას უხეშად აწვებიან და აქცევენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის.

სამართალდამცავი სტრუქტურების სწორ და სწრაფ რეაგირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რამდენად შეიცვლება გასული წელის ტენდენტია. 2020 წლის 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გაშვების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და ტექნიკა დაუზიანდა. ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისასაც. გასულ წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების გახშირების გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთი მოწოდება გაავრცელა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ეთიკის ქარტია, ასევე მიმართავს მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია მედიის საქმიანობის ხელისშეშლის დაუშევბლობასთან დაკავშირებით და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა აქაციებზე ჟურნალისტები დაცული იყვნენ სამართალდამცველთა ქმედებების შედეგად დაშავებისგან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 8 ნოემბერს, ცესკოს-თან გამართულ აქციაზე გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს შორის ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორიც იყვნენ. 


close დახურვა