logo
ENG



ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მთავარის ჟურნალისტზე თავდასხმა დროულად გამოიძიონ

05 ივლ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/ih2kj8qf0thq31k.png

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმა დროულად გამოიძიონ.

ქარტია ხელისუფლებას მიმართავს, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან.

დღეს, 5 ივლისს მთავარი არხის ჟურნალისტს თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული.


close დახურვა