logo
ENG



ქაშუეთის ეკლესიაში არ იციან ვისზე საუბრობდა მამა გიორგი სხილაძე

07 ნოე 201915:35
3 წუთის საკითხავი
 
u5so3vyq2zcoz6v.png

მამა გიორგი სხილაძის სკანდალური ინფორმაციისა და სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადების შემდეგ საპატრიარქოში მოვლენებს აფასებენ.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, ხდება ეკლესიაზე თავდასხმა და მისთვის გაუგებარია სხილაძე რატომ ჩამოვიდა საფრანგეთიდან.

"გაურკვეველია ამ გასტროლიორის მოტივაცია, ვიზიტი, ვინ ჩამოიყვანა. რა საფუძვლები აქვს, ამაზე რომ საუბრობს. ასე მრავალი რამ მოგვისმენია და კიდევ მოვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს. ამიტომ ადამიანი, რომელიც გარკვევით ვერ ასახელებს რომელი ეკლესიის წარმომადგენელია, ლაპარაკობს ბრალდებაზე, სერიოზულად არ მიგვაჩნია და სერიოზულად არც ვთვლით საჭიროდ გავცეთ პასუხი,"- განაცხადა მამა ანდრიამ.

ქაშუეთის ეკლესიაში კი არ იციან ვისზე საუბრობდა მამა გიორგი სხილაძე. ამბობენ, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტის შესახებ სმენიათ, მაგრამ არა პედოფილიის. მამა ელიზბარის თქმით თავს ვერავისზე დადებს და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი უწყებები საქმეს გამოიძიებენ.

"ძალიან ცუდია, როცა ასე ვეჭრებით მღვედლს ან ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს და ჩვენ იმას განვიხილავთ. წადი, შეეკითხეთ ბურჭულაძეს და ნინია კაკაბაძეს, მამა ელიზბარმა მართლა გითხრათ ეს, რაც წერია ვირის სახარებაში, რატომ ეს არ გამოკითხეთქო? იქ ყველაზე დიდი ცოდვა წერია, რომ მამაო ეუბნება რომ შენ ბარძიმით ზიარების ღირსიც არ ხარ, პირდაპირ ახსენებს. ადამიანები ვართ ყველა. შეიძლება ვიღაცას რაღაცა მოუხდა ან უთხრა. ასე ხომ არ შეიძლება,"-აღნიშნა მამა ელიზბარმა.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მღვდელმა სკანდალური განცხადებები რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მან ქაშუეთის ერთ-ერთი მღვდელი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და პედოფილიაში დაადანაშაულა. ამ საქმეზე სახალხო დამცველი გამოძიების დაწყების ინიციტივით გამოვიდა.

 


close დახურვა