logo
ENG



ქაცარავა: მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე მონასტერთან საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს

14 ივნ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას მტკიცებით, ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 42 ჰექტარი ტერიტორია მიიტაცეს და იქ რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ. სასულიერო პირების თხოვნით, ქაცარავა ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასახელებს. მის თქმით, ამ მონაცემებს, ჯიპიეს კოორდინატებით დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.

„მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მონასტერთან რუს ოკუპანტებს საოკუპაციო ხაზი გადმოუწევიათ კიდევ. როგორც ირკვევა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოხდა ამის გადმოწევა, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ არსად გაჟღერებულა და როგორც წესი, სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება უკვე მერამდენედ ცდილობს, რომ დამალოს ოკუპანტის ასეთი ტიპის მოქმედებები. ნიშნულები და ასეთი ტიპის ინსტალაციები არ არის, მაგრამ მონასტრიდან დაახლოებით 50 მეტრში გადის გზა, რომელზეც რუსი ოკუპანტები პატრულირებენ. აუცილებლად შევატყობინებთ ყველა საერთაშორისო ორანიზაციას, გვექნება კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან“, - აცხადებს ქაცარავა.

 


close დახურვა