ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები სამხედრო საგუშაგოს აშენებენ.
ქაცარავას ინფორმაციით, უკანონო მშენებლობა დაახლოებით ბოლო ერთ კვირაში გააქტიურდა.
"კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, კირბალის ოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გააქტიურდნენ როგორც ჩვენ შევიტყვეთ და მერე გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ დიდ საგუშაგოს აშენებენ. კადრებში, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და გადავიღეთ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს საგუშაგო ბევრად დიდია, ვიდრე ის, რაც მათ მანამდე ჰქონდათ", - ამბობს ქაცარავა.
საკითხთან დაკავშირებით ფორმულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც თქვეს, რომ აღნიშნული კონსტრუქცია ძველია და "ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე" მდებარეობს.