logo
ENG



ქაცარავა ხელისუფლებას ატოცის მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

30 ოქტ 201917:12
3 წუთის საკითხავი
 
akzgadh19rnya1j.jpg

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა ხელისუფლებას ატოცის მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ხელისუფლება საოკუპაციო ზონაში არსებული სიტუციის დამალვას ცდილობს და ამისთვის მუქარის და ზეწოლის ჩათვლით, ყველა ფორმას იყენებს.

„ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს. ის მალავს ინფორმაციას თუ რა ხდება საოკუპაციო ზონაში და ამისათვის იყენებს ყველა ხერხს მუქარისა და ზეწოლის ჩათვლით. ხაშურის გამგეობაში იყო ადგილობრივი მოსახლე დედასთან ერთად დაბარებული. დედა ატოცის სკოლის დირექტორია. შესაბამისად, დაიწყო მათზე სხვადასხვა ხერხებით ზეწოლა,“ - განაცხადა ქაცარავამ.  

მოსახლეობა აცხადებს, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და ნაკვეთებზე მუშაობას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავები დავით ქაცარავას და მისი მოძრაობის წევრებს, ატოცის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ისინი 11 თვის განმავლობაში პატრულირებდნენ ადგილზე. ქაცარავას ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ევროკავშირის დამკვირვებლები ატოცში არასტანდარტულ დროს ჩავიდნენ. მოსახლეობის ინფორმაციით კი, რუსი სამხედრო ცხენოსნები, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.

ატოცში, ევროკავშირის დამკვირვებლები, ამ წუთებშიც იმყოფებიან.

 


close დახურვა