logo
ENG



ქედაში 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

08 დეკ 202016:30
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/9gxc57ocbf14ukv.png

ქედაში 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფორმულას ფატყუმეს ოჯახის წევრმა ლეილა ბოლქვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოხუცს კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და მას სახლში უმკურნალეს.

"კლინიკაში არ გადაგვიყვანია, ასაკიანი იყო და სახლში ვუმკურნალეთ, იოლ ფორმებში ჰქონდა. სიმპტომები შემდეგი ჰქონდა: უმადობა, ყელის ტკივილი, კუჭის აშლილობა. ვირუსი დაუდასტურდა 27 ნოემბერს და 2-3 დღეა განიკურნა", - განაცხადა ლეილა ბოლქვაძემ.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 141 392, გარდაიცვალა - 1 576.

 


close დახურვა