logo
ENG



ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

26 ივლ 202419:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/wys8gtxwn9c9zc7.jpg

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ 24 ივლისის განკარგულებაში წერია, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ციხელაშვილის გადაყენების განკარგულებას პრეზიდენტმა 18 ივლისს მოაწერა ხელი.

"მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 18 ივლისის N18/07/01 განკარგულება "ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორც ინტერპრესნიუსო წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ციხელაშვილის გათავისუფლება როტაციის ვადის ამოწურვით ახსნეს.


close დახურვა