logo
ENG



ქეთი წიკლაური: თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა

31 იან 202111:54
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერლის, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაციას მისი შვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს.

წიკლაური საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი, ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის -- კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერ ჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ჩვენ გვესმის, თუ ზოგადად მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და ფბ-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც გთხოვთ თავი შევიკავოთ. ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, მე პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა -- სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის". - წერს ქეთი წიკლაური Facebook-ზე.

თემურ წიკლაურს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.


close დახურვა