„სოციალური მუშაკები თვის განმავლობაში 100-200 საქმეზე მუშაობენ, ამას მათი დამსაქმებელი ხედავს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კადრები დაამატოს, მეორე მათგანს სამსახურიდან უშვებს“,-აღნიშნული განცხადება პროპკავშირების წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა. ქეთი ხუციშვილმა გადაცემაში სოციალური მუშაკების საქმიანობის პირობებზე ისაუბრა.
„სოციალურ მუშაკებს როგორი ტვირთიც არ უნდა დავადოთ ახლა, თუკი რაიონში მუშაობდა ორი სოციალური მუშაკი და აქედან ერთი, ორი დღის წინ სამსახურიდან გაუშვეს. ვერაფერს ვერ მოვთხოვთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ხელში გვიჭირავს სტატისტიკა, სადაც სოციალური მუშაკები თვის განმავლობაში მუშაობენ 100-200 შემთხვევაზე. ისეთი რთული შემთხვევა როგორიც შეიძლება იყოს, ოთხი ბავშვის ძალადობის ქვეშ ყოფნა და სოციალურ მუშაკს თვის განმავლობაში 100 შემთხვევა აქვს ამაზე, თავისი დამსაქმებელი ამას ხედავს, მაგრამ იმის ნაცვლად რომ კადრები დაამატოს, მანქანა მისცეს და მომსახურებები შეუქმნას, მეორე მათგანს სამსახურიდან ათავისუფლებს“,-განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.