logo
ENG



ქემოკლიძე: არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს, უპირველესყოვლისა, ქართულ ოცნებას აწყობს

24 აგვ 202122:15
3 წუთის საკითხავი
 
ქემოკლიძე: არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს, უპირველესყოვლისა, ქართულ ოცნებას აწყობს

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს და კოვიდკრიზისის მიუხედავად, უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების დაცვით. ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების გადადება ყველაზე მეტად მმართველ პარტიას აწყობს. 

"არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სწორი მენეჯმენტით, თანმიმდევრულობით ეს პრობლემები დაარეგულიროს. უსაფრთხოების სრული დაცვით არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში და ჩარჩოებში. ჩემი აზრით, არ უნდა გადაიდოს, მეტიც, თუკი ვინმეს აწყობს ეს პირველესყოვლისა, ესაა ქართული ოცნება", - თქვა მან. 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

 


close დახურვა