logo
ENG



ქემოკლიძე: გახარია არ გაუჩინარებულა, ის დუმს, მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის

01 დეკ 202122:57
3 წუთის საკითხავი
 
ქემოკლიძე: გახარია არ გაუჩინარებულა, ის დუმს, მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები გვიახლოვდება, შესაბამისად ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს.

სხვა მნიშვნელოვანს საკითხებთან დაკავშირებით, ის ჯერჯერობით დუმს და, ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ძალიან საინტერესოა ამავდროულად. [...] დუმილზე ერთი ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომ ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის.


close დახურვა