მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე გახსნიდან ორ დღეში სრულად აიკრძალა. მიზეზი მეწყერის ჩამოწოლაა. მთას დიდი მასა მოწყდა, ამას კი წინ უძღოდა საგზაო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც მაგისტრალის ჩაკეტვას მცირე ქვათაცვენით ხსნიდა.
არის თუ არა შეუქცევადი მეწყრული პროცესები და როდის გახდება უსაფრთხო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილება? - ამის შესახებ დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. ოპოზიცია კი მომხდარს კორუფციის შედეგს უწოდებს.