![bc6n2srd2ina5ty.png](/uploads_script3/news/bc6n2srd2ina5ty.png)
ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გახდა ავარიის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა. მათგან ორი გარდაიცვალა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვნებიც.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.