logo
ENG



ქვეყნაში მშვიდობის გარანტი ძალადობის წამახალისებელ განცხადებას აკეთებს

15 ივლ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნაში მშვიდობის გარანტი ძალადობის წამახალისებელ განცხადებას აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას ამბობს, რომ ჯგუფური ვაჟკაცობა არაქართულია და ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე. 

ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც დღეს პრეზიდენტს უხსნიდა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასჯადია და მსგავსი განცხადებები ე.წ კრიმინალური კულტურის წახალისებას უწყობს ხელს. ძალადობის რომანტიზება პრეზიდენტის მხრიდან ვერც „ქართული ოცნების“ წევრებმა ახსნეს, მათი ნაწილი ზურაბიშვილს გაემიჯნა.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა