logo
ENG



ქვეყნების სია, რომელსაც მთავრობა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას დაუწესებს, 25 თებერვალს გაირკვევა

24 თებ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

იქნება თუ არა ირანის შემდეგ იტალია და სამხრეთ კორეა - ქვეყნების სია, რომელსაც საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას დაუწესებს საქართველოს მთავრობა, ხვალ გაირკვევა. სახელმწიფო სტრუქტურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომა ტარდება.

ირკვევა, რომ კარანტინი არ გაუვლიათ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც ხარაგაულში და ლანჩხუთში იმყოფებიან. აეროპორტში არ შემოწმებულან ტურისტები ფილიპინებიდან, სადაც ჩინეთის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

ამ დროისთვის ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყანა ირანია, მასთან მეორე დღეა საქართველომ მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. რისკის ზონად იტალიაც მიიჩნევა, დღეს მილანიდან დაბრუნებულმა მგზავრებმა აეროპორტში შემოწმება გაიარეს, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კი ერთი მგზავრია მოთავსებული. 


close დახურვა