logo
ENG



ქვეყნის მოსახლეობის 61%-სთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

27 ნოე 201919:35
3 წუთის საკითხავი
 
zw5d68iwqhrqx8u.jpg

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 61% მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. სიაში მეორე ადგილს იკავებს სიღარიბე - 53%, მესამე კი მზარდი ფასებია 38%-ით. 

ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია 19%-ს მიაჩნია პრობლემად, ხოლო რუსული ჰიბრიდული ომი და დეზინფორმაცია  მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია გამოკითხულთა 8%-ს. 

გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, მისი ცხოვრება თითქმის იგივეა, 24% აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა შედარებით უარესია, 19 % -გაცილებით უარესია.
მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ 13% საუბრობს - 11% აცხადებს, რომ შედარებით უკეთესია, 2%-ისთვის კი გაცილებით უკეთესია.

 

მეთოდოლოგია

ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა