logo
ENG



ქვეყნის რეპუტაცია უკვე დაზარალდა - ანალიტიკოსები კონგრესმენის კრიტიკაზე

29 იან 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტები ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, კონგრესმენების კრიტიკის ფონზე ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია, რაც მიუღებელია და მათი თქმით, მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

ექსპერტთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის იმიჯი შელახულია და საინტერესოა, როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

„ქვეყნის რეპუტაცია უკვე დაზარალდა. ახლა საუბარია, სადამდე მივა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა. არავის არ სჯერა, რომ ეს არის თითო-ოროლა კონგრესმენის პოზიცია და რომ ისინი არიან არაინფორმირებულები“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ მმართველ გუნდს ვითარების სწორად აღქმის პრობლემა აქვს და ეს მარტო  „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ ქვეყანას აზარალებს.

„ერთი მხრივ არის კრიტიკის ტალღა კონგრესიდან და ამავდროულად, არც ევროპარლამენტიც გვაკლებს მეორე მხრიდან. ვითარების აღქმის პრობლემაა "ოცნების" მხრიდან და არ აპირებენ ცვლილება განახორციელონ. როცა მმართველ გუნდს აქვს სინამდვილის აღქმა დაკარგული, ეს არის არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ ქვეყნის პრობლემა“, - განაცხადა „საქართველოს სტრატეგიული ანალიტიკური ცენტრის“ თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად შეერთებული შტატების კიდევ ერთ კონგრესმენმა გააკრიტიკაწარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოში უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. პუტინის მარიონეტი - სწორედ ასე მოიხსენია  კონგრესმენმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. კონგრესმენმა ოლსენმა ივანიშვილი პოპულარული ამერიკული  შოუს, "სეზამის ქუჩის" პერსონაჟს შეადარა, რომელიც საკუთარ სახლს ნაგვით ავსებს. 


close დახურვა