logo
ENG



ქვეყნის შეცვლილი კურსი - შაბათის ფორმულა

13 ივლ 202420:28
3 წუთის საკითხავი
 

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს" - ამ გზავნილით დატოვა საქართველო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ეზრა ზეიამ, რომელიც თბილისში, ვაშინგტონთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ჩამოვიდა და ორი დღის განმავლობაში, არაერთი შეხვედრა გამართა. საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და გადაწყვეტილებები, უკვე ღიად მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, რუსული კანონის მიღებით გამოწვეული მძიმე შედეგების მიღება უკვე დაიწყო და ქვეყანა იზოლაციის ზღვარზე მიიყვანა. განსხვავებით ხელისუფლების წევრებისგან - ქვეყნის შეცვლილ კურსს საკუთარ თავზე გრძნობენ მოქალაქეები, რომლებსაც ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად - 26 ოქტომბრის არჩევნები ესახებათ.


close დახურვა