logo
ENG



ქვიშხეთში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინელები ქართველ მუშებს მშენებლობაზე არ უშვებდნენ

06 მარ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
nwrzuwyhelll2hm.jpg

ქვიშხეთში კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩინელი დამსაქმებლები ქართველ მუშებს მშენებლობაზე არ უშვებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ მიაწოდა.

„ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა დამსაქმებლის ნათქვამი თარჯიმანმა არასწორად თარგმნა. ახლა ინციდენტი ამოწურულია და მუშების სამუშაოებს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

 


close დახურვა