თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს, ვიდრე თურქეთში დემოკრატია არ იქნება.
მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა საშუალება ერთი პოლიტიკური პარტიისთვის იყო მობილიზებული. მათ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ნაციონალური ალიანსის ხელმძღვანელებს, მათ ორგანიზაციებს, ჩვენს ამომრჩეველს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავდნენ საარჩევნო ყუთებს და ებრძოდნენ ამ ამორალურ და უკანონო ზეწოლას", - თქვა მან.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველა ზეწოლისა, ხალხში გაჩნდა ნება, შეცვალოს ავტორიტარული რეჟიმი.
წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.