logo
ENG



ქიქოძის ქუჩაზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა

31 იან 202217:27
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით მეორე სართულზეც გავრცელდა. შენობა არის ძველი და მიტოვებული, შესაბამისად შენობაში არავინ ცხოვრობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 


close დახურვა