ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში სკოლაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს და დირექციას აცნობეს.
ამის შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში შეწყდა.
ფორმულა დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.