მე-2 დღეა, ქობულეთის ზღვაში ეძებენ გოგოს, რომელიც წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ადგილობრივი TV25-ის ცნობით, ზღვაში ორი გოგო შევიდა, მათგან ერთი გადარჩა, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.