ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მეზობელმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც ცნობილია, მოკლულია 65 წლის კაცი.
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც, სავარაუდოდ, მეზობლებს შორის სადაო მიწის ნაკვეთებს ეხებოდა.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.