ქობულეთში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ციტრუსის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ფორმულა დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
განახლება: მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ უკვე დააკავა 1 პირი. უწყებამ გამოიძება - 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
დაჭრილი 30-დან 40 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი, ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ, ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.