ქობულეთში ზღვაში 23 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი ქობულეთში დასასვენებელად იყო ჩასული, მან ცურვა არ იცოდა.
მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. შემთხვევა ზღვის იმ მონაკვეთზე მოხდა, სადაც მდინარეები - აჭყვა და კინტრიში - ერთმანეთს უერთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.