ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ და სესხების გადავადებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ,წელს ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდა, ფინანსური ვალდებულებების გადახდას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივები ქობულეთის მერთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
"ჩვენ გვჭირდება დახმარება. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ დ დანაპირები შეგვისრულოს, რასაც 2012 წელს შეგვპირდნენ. ბანკებს მოვუწოდებ, როცა ქვეყანაში პანდემიაა, როცა ადამიანები ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, ნუ გვებრძვიან ბანკები და მევახშეები. შეწყდეს ადამიანების სახლებიდან გამოსახლება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.