logo
ENG



ქობულეთში სატვირთო ავტომობილი გზიდან მდინარეში გადავარდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

17 დეკ 202116:49
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში, სოფელ ხუცუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დამატებით დეტალებს ფორმულა შსს-დან ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

close დახურვა