logo
ENG



ქოჩორაშვილის მამა: საქართველოს გზა ევროპაშია, პოზიცია შეუცვლელია

10 აპრ 202411:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/r4cggi4bes0xv5r.jpg

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის  Instagram ანგარიშის გაქრობის შემდეგ, რაც გუშინდელი აქციის მხარდამჭერი ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა, Facebook გვერდზე იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია". 

გარდა ამისა, ცოტა ხანში როინ ქოჩორაშვილმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც მედიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ "პოზიცია შეუცვლელია". 

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!" - დაწერა როინ ქოჩორაშვილმა. 

გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, 9 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა უჭირავს. მოგვიანებით, ფეხბურთელის Instagram ანგარიში გაქრა. 


close დახურვა