ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ბორჯომის მერი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მედიასთან დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულს 8 თვის წინანდელ ფაქტს ედავებიან, ამიტომ ადვოკატისათვის გაუგებარია, რატომ ხდება სამართლებრივი რეაგირება სწორედ ახლა და ამდენი ხნის დაგვიანებით.
"მას წარედგინა ბრალი, თუმცა აღნიშნულზე ვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას და არ ვაღიარებთ დანაშაულს. გავეცნობით საქმის მასალებს, 8-9 თვის წინანდელ საქმეს ედავებიან. სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიების განხილვას, სადაც დაცვის მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს", - აღნიშნა ადვოკატმა.
ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი 3 საათზეა დანიშნული.