logo
ENG



ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

30 ივლ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის  მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის  მოქალაქეს ქრთამის სახით,  ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.


close დახურვა