ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დარღვევებით წარმოების მიუხედავად, სამუშაოების შესრულების აქტებზე მოწერის სანაცვლოდ, ქრთამის მოითხოვეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.