logo
ENG



ქუთაისელი პენსიონერი: გამოვედი პენსიის ასაღებად, დახმარება არ მიგვიღია

31 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ყველა გასასვლელში ე.წ. ბლოკპოსტებია მოწყობილი და ქალაქში შემავალ და გამომავალ მანქანებს სამართალდამცველები ამოწმებენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. 

როგორც „ფორმულასთან“ მძღოლები აცხადებენ, ისინი შეზღუდვებს ეთანხმებიან.

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ მოწოდება იმისთვის, რომ ვირუსი არ გადაგვედოს. დროზე უნდა გათვისუფლდეს ქვეყანა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

ქუთაისის ქუჩები კი ცარიელი. ძირითადად, ხალხმრავლობა „ლიბერთი ბანკთანაა“, სადაც 70 წელს გადაცილებული პირები პენსიას იღებენ. აღსანიშნავია, რომ პენსიონერების რიგში დისტანციის დაცვა არ ხდება. 

„გამოვედი, ვინ მყავს წამომყვანი. 85 წლის ქმარი მყავს. დახმარება ჯერ არ მიგვიღია“, - აცხადებს „ფორმულასთან“ პენსიონერი.

ქუთაისის ინფექციურში ამჟამად 3 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია.


close დახურვა