ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა.
აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა. ხოლო დღეს, 12:30-ზე რეისი ათენიდან შესრულდა, 13:30-ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდა.
ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო იყო დახურული.